ფეხბურთი

17:45 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სეზონი სუპერთასით იხსნება: "საბურთალო" და "ტორპედო" გორში ტიტულისთვის

2019 წლის ქართული საფეხბურთო სეზონი იხსნება. სტარტი ხვალ იქნება გორიდან, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ და თასის მფლობელი „ტორპედო“ საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასისთვის იბრძოლებენ.

თავიდანვე ვთქვათ, რომ გამარჯვებული გუნდი ახლად შექმნილ თასს მიიღებს, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის სახელობის გახდა. მოკლედ, გუნდებს სტიმული არ აკლიათ.

თავიდანვე ვთქვათ, რომ „ტორპედოს“ სუპერთასის შენარჩუნების შანსი აქვს. ზუსტად 1 წლის უკან, 24 თებერვალს, ქუთათურებმა საჩხერის „ჩიხურას“ აჯობეს (2:1) და ისტორიაშ პირველად მოიგეს ეს ჯილდო. იქამდე, ერთი წლით ადრე კახა ჩხეტიანის გუნდი „სამტრედიასთან“ (1:2) დამარცხა. მეტჯერ „ტორპედოს“ საქართველოს სუპერთასისთვის არ უთამაშია.

„საბურთალო“ საერთოდაც პირველად ითამაშებს ხსენებული თასისთვის. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისთვის 2018 წელი ისტორიული გამოდგა და ჩემპიონობა მოიპოვა. მადა ჭამა მოდისო და ბუნებრივია თბილისელთა ამბიციები ამის შემდეგ უფრო გაიზარდა. თანაც, აბა ვის აწყენს სეზონის ტიტულით დაწყება?

პირისპირ

„ტორპედო“ და „საბურთალო“ ერთმანეთს მე-11-ედ შეხვდებიან. წინა 10 მატჩიდან მცირე, მაგრამ უპირატესობა იმერული გუნდი ფლობს: 4 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება.

პირველად ამ გუნდების გზა 2015 წლის 12 დეკემბერს გადაიკვეთა და ყველაზე შედეგიანი 90 წუთიც შედგა - 4:4. ამ მატჩში დუბლით გამოირჩა გიორგი კოხრეიძე, რომელიც დღესაც „საბურთალოს“ წევრია, ხოლო ქუთათურთაგან ასევე დუბლი შეასრულა ლაშა შინდაგორიძემ - ის დღეს „საბურთალოს“ ფეხბურთელია და შესაბამისად, ამჯერად ქუთათურთა კარს დაემუქრება.

რაც შეეხება გასულ წელს - ეროვნული ლიგის ბოლო ოთხი მატჩიდან ორი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა (2:0 და 2:1), ხოლო ბოლო ორ შეხვედრაში იმერლები დაუმარცხებლები არიან (3:0 და 0:0).

გასახურებელი ეტაპი

ორივე გუნდმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა თურქეთში. „საბურთალომ“ მეზობელ ქვეყნაში 8 სპარინგი გამართა:

„საბურთალო“ – „პანდევ აკადემია“ 1:1

„საბურთალო“ - „რაბოტნიჩკი“ 1:2

„საბურთალო“ – „ესკილსტუნა“ 1:1

„საბურთალო“ – „სარაევო“ 3:3

„საბურთალო“ – „ვიტორული“ 2:1

„საბურთალო“ – „ნაპრედაკი“ 3:0

„საბურთალო“ – „კაისარი“ 1:1

„საბურთალო“ – „ახმატი“ 1:2.

რაც შეეხება „ტორპედოს“, კახა ჩხეტიანის გუდნმა თურქეთში 6 სპარინგ შეხვედრა გამართა და დადებითი ბალანსი დააფიქსირა:

„ტორპედო“ – „რადი“ 1:1

„ტორპედო“ – „კარპატი“ 0:3

„ტორპედო“ – „პანდევ აკადემია“ 3:1

„ტორპედო“ – „არსენალი“ (ტულა) 1:1

„ტორპედო“ – „ოლიმპიკი“ 2:2

„ტორპედო“ – „დინამო“ (მინსკი) 2:0

კახა ჩხეტიანი ("ტორპედოს" მწვრთნელი): "თურქული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთელებს ორი დღე დასვენებისსაშუალება მივეცით. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, ტრავმირებული არავინ გვყავს. ჩვენთვის ყველათასი მნიშვნელოვანია. ყველა ის ტიტული, რომელიც დღემდე მოვიგეთ, ჩვენს გულშემატკივარსეკუთვნოდა და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები კიდევ ერთი ტიტულის მოსაგებად ყველაფერსგააკეთებენ. ვეცდებით, გულშემატკივარს სანახაობრივი ფეხბურთი შევთავაზოთ".

გიორგი ჭიაბრიშვილი ("საბურთალოს" მწვრთნელი): "კლუბის ხელმძღვანელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საუკეთესოპირობებში მოვმზადებულიყავით. თურქეთში გავიარეთ ორი ნაყოფიერი შეკრება. პარალელურად, ევროპულ კლუბებთან ვითამაშეთ ამხანაგური მატჩები, სადაც კარგად დავინახეთ, რა მიმართულებითგვმართებს მუშაობა. რაც შეეხება სუპერთასის გათამაშებას - ჩვენთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია. პირველად გვიწევს სუპერთასზე თამაში და ვეცდებით, ისტორიაში პირველად თასს დავეუფლოთ".

და ბოლოს, შეხვედრა 24 თებერვალს, 16 საათზე დაიწყება. მატჩი გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება და დასწრება თავისუფალია. სხვათა შორის, სფფ-ის გადაწყვეტილებით, თამაშზე მისულ პირველ 1000 ადამიანს საქართველო - შვეიცარიის მატჩზე დასასწრები ორ-ორი ბილეთი საჩუქრად გადაეცემათ.

0.146484