ფეხბურთი

12:48 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონდოგბია დაისაჯა, სერხიო რამოსსაც იგივე ემუქრება

ესპანური „ვალენსიას“ ნახევარმცველი ჟოფრეი კონდოგბია დაისაჯა და ევროპა ლიგაზე ორ მატჩს იძულებით გამოტოვებს. ფრანგმა 1/16 ფინალის პირველ მატჩში „სელტიკთან“ დაპირისპირებისას ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო.

კონდოგბია ასეთ შემთხვევაში გლაზგოელებთან საპასუხო შეხვედრას გამოტოვებდა და გუნდს მერვედფინალიდან დაუბრუნდებოდა. ასეც მოხდა, მაგრამ უეფას სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნულზე იმსჯელა და ჟოფრეი ორი მატჩით დასაჯეს.

კონდოგბიამ გარდა იმისა, რომ "სელტიკთან" საპასუხო თამაში უკვე გამოტოვა, „ღამურებს“ მერვედფინალის პირველ შეხვერდაში, რომელსაც ესპანური გუნდი რუსულ „კრასნოდართან“ გართავს, ვერ დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში უეფაში ზუსტად იგივე საკითხზე კიდევ უნდა იმსჯელონ. ამჯერად საქმე სერხიო რამოსს ეხება, რომელმაც ყვითელი ბარათი აგრეთვე გამიზნულად მიიღო "აიაქსთან" შეხვედრის მიწურულს. დიდი შანსია, რომ ესპანელიც ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112964