კალათბურთი

12:17 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსი: "ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს"

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში საქარველოს საკალათბურთო ნაკრები გასვლაზე საბერძნეთთან 69:81 დამარცხდა. მატჩისშემდეგ ქართველთა ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს.


"ჩემი კალათბურთელებით ვამაყობ, მათ შესაძლებლობების მაქსიმალური გამოავლინეს. მატჩი კარგი და ცუდი მომენტები გვქონდა 40 წუთი ერთ დონეზე ვერ ითამაშებ.ჩვენ ბევრი პრობლემა გაქვს, ამ შეხვედრისთვის ბევრი მოთამაშე დაგვაკლდა, მათ შორის ბითაძე და უკანახაზელები. ახლა ესტონეთთან მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ"-განაცხადა ზუროსმა.
შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები 24 თებერვალს თბილისში ესტონეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112358