სხვა

11:17 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენ გვიყვარს ჩვენი გოლიათი! (+VIDEO)  

რუმინეთის ხელბურთის სუპერლიგაში შოთა თევზაძის გუნდი გუშინ, ზედიზედ 5 მოგების შემდეგ დამარცხდა პოტაისა ტურდასთან, 21-26, თამაშის შემდეგ კი ფოჩანის მეკარეს მაყურებელმა მხურვალედ მიულოცა დაბადების დღე (ვიდეო).

ვიდეო: https://www.facebook.com/nikoloza.georgia/posts/10213861523720485

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გუშინ 38 წლის გახდა და კარგადაც ითამაშა ერთ-ერთ ლიდერთან, რომელმაც ამ მოგებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ფოჩანი ფაქტობრივად უკვე გასულია პლეიოფში, რადგანაც უახლოეს კონკურენტ ბაია მარეს მთელი 10 ქულით უსწრებს და თამაშიც მარაგში აქვს. ფოჩანი-ტურდას მატჩის პირველი ტაიმი 12-12 მორჩა, მეორეც კარგა ხანს ფრე იყო (15-15 მე-40 წუთზე) და სტუმარმა გუნდმა მხოლოდ მატჩის დაბოლოება მოიგო.

ფოჩანის და თევზაძის მთავარი მიზანი ამ სეზონში რუმინეთის თასის მოებაა. აქ გუნდი უკვე გასულია ფინალურ ოთხეულში, რომელსაც საკუთარ მოედანზე გამართავს. 9 მარტს ნახევარფინალში ფოჩანი ტიმოშოარას ხვდება. მეორე წყვილია სტიაუა - დინამო ბუქარესტი. ფინალი 10 მარტსაა.

წარწერა ფოტოზე: მრავალჟამიერ, შოთა! ჩვენ გვიყვარს ჩვენი გოლიათი...

ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 1. კონსტანცა 19 მატჩი /45 ქულა - 2. პოტაისა ტურდა 19/42 - 3. CSM ბუკურეშტი 18/40 - 4. დინამო ბუკურეშტი 19/39 - 5. კელერაში 19/39 – 7. სტიაუა 19/35 - 6. ტიმიშოარა 18/34 - 8. ფოჩანი 18/31 --- 9. ბაია მარე 19/21 – 10. ფეგერაში 19/17 – 13. ბუზაუ 19/15 - 13. სუჩავა 19/14 - 13. ბაკეუ 19/12 – 14. კლუჟი 19/0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124751