ფეხბურთი

9:52 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰლები: „არსენალი“ ყოველთვის დარჩება ჩემს გულში“

ბელარუსული ბატეს ნახევარმცველმა, ალეკსანდრ ჰლებმა, „არსენალთან“ ევროპა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ (0:3), „მეთოფეთა“ გულშემატკივრებს მიმართა.

„ეს დაუჯერებელი იყო. მადლობა მხარდაჭერისთვის. „არსენალი“ ყოველთვის დარჩება ჩემს გულში.“ - ციტირებს ჰლების სიტყვებს ლონდონური კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ბორისოვოში, ბელარუსების გამარჯვებით დამთავრდა (1:0). თუმცა, ჯამში, შემდგომ ეტაპზე „არსენალი“ გავიდა.

37 წლის ჰლებს კი თავის დროზე „არსენალის“ გარდა, „შტუტგარტში,“ „ბარსელონაში,“ „ბირმინგემ სიტიში,“ „ვოლფსბურგსა“ და „კრილია სოვეტოვში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128741