კალათბურთი

21:03 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველი არხის განცხადება საბერძნეთი-საქართველოს საკალათბურთო მატჩთან დაკავშირებით

პირველი არხი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სპორტულ ღონისძიებებს და სრულად უზრუნველყოფს სხვადასხვა რეპორტაჟის ტრანსლირებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სიგნალის გადაცემის შეზღუდვის (ე.წ. Geoblocking) გამო, უცხოეთში მცხოვრები მაყურებლის ნაწილი ვერ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი – საქართველოს საკალათბურთო მატჩის ხილვას. დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ პირველი არხი ფლობს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების მაუწყებლობის უფლებას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და ტურნირის ორგანიზატორი ფიბას (FIBA) მხრიდან კატეგორიულად ეკრძალება როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სატელიტური სიგნალის გავრცელება, ასევე სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმებზე (1tv.ge, Facebook, YouTube და ა.შ.) ე.წ. სტრიმინგი. შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მაუწყებლობის გავრცელება გამოიწვევს ორგანიზატორი ფიბას (FIBA) მხრიდან მკაცრ სანქციებს.

მატჩის ონლაინ ხილვა საქართველოს ფარგლებში შესაძლებელია ჩვენს საიტზე (1tv.ge) ასევე, მატჩის ნახვას ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ის პირები, რომელთა ინტერნეტპროვაიდერები იყენებენ უცხო ქვეყნების IP მისამართებს.

1tv.ge

0.112546