ფეხბურთი

20:43 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი რეაბილიტაციას ბრაზილიაში გააგრძელებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს შემტევი ნეიმარი რეაბილიტაცია ბრაზილიაში გააგრძელებს. როგორც "პარი სენ ჟერმენის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი სამშობლოში ექიმების ჯგუფთან ერთად გაფრინდა და ათი დღის განმავლობაში სპეციალურ მკურნალობას ჩაიტარებს.

ნეიმარმა ტერფის დაზიანება "სტრასბურთან" მატჩში 23 იანვარს მიიღო. სამხრეთამერიკელმა ბრაზილიამდე სარეაბილიტაციო პერიოდი პარიზსა და ბარსელონაში გაიარა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანში დაუბრუნდება ფეხბურთელი მოედანს.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

თეგებინეიმარიპსჟ
0.121847