ფეხბურთი

19:55 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: "რონალდუს ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ არ მოუგია"

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკო სერეზომ კრიშტიანუ რონალდუს უპასუხა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ არ მოუგია.

„როხიბლანკოს“ ხელმძღვანელის თქმით, პორტუგალიელს „ატლეტიკოსთან“ ფინალებში არ მოუგია:

„კრიშტიანუს ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ არ მოუგია, მას სამი თასი აქვს. ჩვენთან ორ ფინალში გამარჯვება არ მოუპოვებია“, - განუცხადა სერეზომ Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას ჩემპიონთა ლიგის 5 თასი აქვს, ხოლო „ატლეტიკოს“ - ნული.

0.102587