ფეხბურთი

18:17 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე სერია A-ს გუნდს დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გენუის „სამპდორიას“ დაუკავშირეს. Sportmediaset-ის ცნობით, ლიგურიული გუნდი ბოლო დროს ბელგიურ ბაზარზე წარმატებით მუშაობს და ზაფხულში „გენტის“ ამომავალი ვარსკვლავის შეძენას ეცდება.

როგორც იტალიური მედია წერს, ქართველი ტალანტი შესანიშნავ სეზონს ატარებს, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო „გენტში“ ჩემპიონატისა და სათასო შეხვედრებში 5 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.

სტატიაში ნახსენებია, რომ ჩაკვეტაძის ფასი დაახლოებით 10 მილიონი ევროა და „სამპდორიას“ გარდა, რომაული გუნდები, „ლაციო“ და „რომაც“ აქტიურად აკვირდებიან.

თუმცა, „სამპას“ ბელგიური ბაზრიდან პრატისა და კოლის ტრანსფერებით კაგი გამოცდილება დაუგროვდა და ამჯერად „გენტის“ ქართველი შემტევის გადაბირებას ეცდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115715