სხვა

20:20 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი მოსულიშვილი: “ბუნებრივია, საფრანგეთში გამოსვლით კმაყოფილი ვარ”

აკაკი მოსულიშვილმა, ვინც საფრანგეთის „დიდი პრიზი“ მოიგო ახალგაზრდებში, საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი მსროლელი იქ პირად პირველობაში ორივე შეჯიბრებაში და შერეულ წყვილებშიც ფინალში გავიდა.
“ბუნებრივია, საფრანგეთში გამოსვლით კმაყოფილი ვარ, რადგან ოქროს მედალი კი არა, საერთოდ პირველად გავედი ფინალში. მით უფრო, რომ პირადი რეკორდიც დავამყარე. მედლის მოპოვება პირველ სტარტზეც შეიძლებოდა, მაგრამ პირველი ფინალი იყო და ვნერვიულობდი.

მეორე ფინალამდე ვცდილობდი, გამეთვალისწინებინა ყველაფერი, რასაც მწვრთნელები – ვახტანგ და ნინო სალუქვაძეები გვასწავლიდნენ, როგორ გადაგვეტანა ყურადღება, როგორ დაგვეძლია ეს ნერვიულობა; თან უკვე გამოცდილებაც მქონდა – მანამდე შერეულ წყვილებშიც გავედი ფინალში და შედეგსაც მივაღწიე.
თუმცა გული მაინც მწყდება, რადგან მედლის მოპოვება პირველ დღესაც შეიძლებოდა და – შერეულ წყვილებშიც.
ვერ ვიტყვი, რომ ამ გამარჯვებით რამე განსაკუთრებულ განწყობაზე ვარ – ჩვეულებრივად ვაგრძელებ ვარჯიშს, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რაზე უნდა ვიმუშაო, რა შეცდომები მაქვს გამოსასწორებელი“.

0.112741