სხვა

18:40 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები წევრები ძალებს ქაიროს გრან პრიზე სცდიან

დღეს, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა გუნდის წევრები, სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და საბა სულამანიძე ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გაემგზავრნენ, სადაც 22-24 თებერვალს ხმლით ფარიკაობაში გრან პრი გაიმართება. ქაიროში მათ თეოდორა კახიანიც შეურთდებათ.

კაცთა ტურნირი, ხვალ, 22 თებერვალს აიღებს სტარტს, ხოლო ქალები ასპარეზობას, ზეგ, 23 თებერვალს დაიწყებენ .

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
0.113696