ფეხბურთი

15:30 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფას C ლიცენზიის მწვრთნელთა საგანმანათლებლო კურსი "ბასაზე" მიმდინარეობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მომდევნო გამოშვების სასწავლო პროცესი 19 თებერვალს დაიწყო, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ უეფას C ლიცენზიის კურსი, მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამის ერთიანი მიდგომის ფარგლებში, გასული წლიდან განახლებული ფორმატით ტარდება და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია.

ამ ეტაპზე, კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. უეფას C ლიცენზიის კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112383