ფეხბურთი

11:24 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ზაფხულში ბეილს გაყიდის

„რეალის“ თავდამსხმელი, გარეთ ბეილი, დიდი ალბათობით, „სამეფო კლუბს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს - გვამცნობს ესპანური Marca. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა უელსელის გარჯით. ის თავის პოზიციაზე ჭაბუკ ვინისიუსს და ლუკას ვასკესს კონკურენციას ვეღარ უწევს.

ბეილი „რეალიდან“ გასულ ზაფხულსაც აპირებდა წასვლას, მაგრამ დაითანხმეს და დატოვეს. კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ წასვლის შემდეგ, ბეილს თითქოს სივრცე უნდა გახსნოდა და უკეთ ათამაშებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

ამჟამად მის მიმართ ინტერესს „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენენ. არის ვარიანტი ბეილის „ტოტენჰემში“ დაბრუნებისა.

ბეილი „რეალში“ 2013 წლის ზაფხულში გადავიდა „ტოტენჰემიდან.“ „სამეფო კლუბმა“ „დეზებს“ მაშინ 101 მილიონი ევრო გადაუხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11612