ფეხბურთი

10:23 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტედესკო: „ცხადია, ძალიან გაწბილებულნი ვართ შედეგით“

გელზენკირხენის „შალკეს“ მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ, „მანჩესტერ სიტისთან“ შინ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წაგების შემდეგ (2:3), ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაწბილებულია შედეგით.

„რა უნდა ვთქვა, ძალიან გაწბილებულნი ვართ შედეგით. ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით. თავიდან ცოტა გაგვიმართლა. ვიცოდით, რომ შემდეგ ყრუ დაცვაში უნდა გვეთამაშა. თუმცა კონტრშეტევებისას ვცოდავდით. ბოლოსკენ ორი გოლის გაშვება კი ძალიან მტკივნეული იყო.“ - განუცხადა ტედესკომ უეფას პრესსამსახურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120711