ფეხბურთი

9:48 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „სიტიმ“ დაუჯერებელად მტკიცე ხასიათი გამოავლინა“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „შალკესთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, სტუმრად გამარჯვების შემდეგ (3:2), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა გუნდმა დაუჯერებელად მტკიცე ხასიათი გამოავლინა და მიუხედავად იმისა, რომ 1:2 აგებდნენ და კაცნაკლულნი დარჩნენ, მაინც შეძლეს მოგება.

„თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ისეთი შეცდომა დავუშვით, რომელსაც ამ ტურნირში არავინ გაპატიებს. მეორე ტაიმში კი დაუჯერებლად მტკიცე ხასიათი და ინდივიდუალური თვისებები გამოვავლინეთ. მხოლოდ დიდ ფეხბურთელებს შეუძლიათ ასეთი მატჩების მოგება.“- განუცხადა გვარდიოლამ უეფას პრესსამსახურს.

0.134323