ფეხბურთი

6:03 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "ატლეტიკოს" ქომაგებს: "მე ხუთჯერ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, თქვენ - არცერთხელ"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მადრიდში, „ატლეტიკოს“ გულშემატკივრები თბილად არ დახვედრიან. პორტუგალიელმა ადგილობრივ პუბლიკას ჯერ შეხვედრის მიმდინარეობისას, მერე კი ჟურნალისტებთანაც უპასუხა.

რონალდუმ თითებით ყველას ჩვენა ხუთიანი, რაც მის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგისა და „ოქროს ბურთების“ რაოდენობას ასახავდა. მატჩის შემდეგ კრიშტიანუმ იგივე გაიმეორა:

მე ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოვიგე, „ატლეტიკომ“ - არცერთხელ. ვინ გავა შემდეგ ეტაპზე? ვნახოთ“, - აღნიშნა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, მადრიდის „ატლეტიკომ“ „იუვე“ 2:0 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრის წინ ძალიან კომფორტული და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

Loading...
სტატისტიკა
0.248168