ფეხბურთი

22:05 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ დანი ალვეშის შენარჩუნებას გეგმავს

ფრანგული პსჟ ბრაზილიელ მცველ დანი ალვეშთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ESPN-ის ინფორმაციით, 35 წლის ვეტერანის შენარჩუნება პარიზში უკვე გადაწყვიტეს და ზაფხულამდე კონტრაქტის გახანგრძლივებას 1 წლით შესთავაზებენ.

ფინანსური დეტალები უცნობია, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, არც ბრაზილიელია საფრანგეთში დარჩენის წინააღდეგი.

აქვე გეტყვით, რომ დანი ალვეში „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 30 ივნისს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111431