ფეხბურთი

21:10 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკარდის ტრავმა არ აღმოაჩნდა

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი ტრავმირებული არაა. არგენტინელ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მარჯვენა მუხლის დაზიანება არ დაადასტურა.

იკარდიმ ბოლო ორი თამაში სწორედ ტრავმის მიზეზით გამოტოვა, თუმცა ხელახალმა გამოკვლევამ არგენტინელის დაზიანება ვერ აღმაოჩინა.

ამრიგად, იკარდი სულ მალე საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გუნდსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტია და ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ კაპიტნის სამკლავურიც ჩამოართვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117689