ჩოგბურთი

15:00 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქარდავა ანტალიის ტურნირს დაემშვიდობა

17 წლის ქართველი ჩოგბურთელი ზოზია ქარდავა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.

ქარდავა ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში მე-4 ნომრად განთესილ რუმინელ ნიკოლეტა-კატალინა დასკალუს გაეჯიბრა და 1:6, 2:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილებში ქარდავამა და უნგრელმა ვანდა ლუკაჩმა გერმანელ მატვიენკოსთანა და ბელგიელ ვანლანგენდუნკთან 6:3, 1:6, 4:10 წააგეს.

0.112077