ფეხბურთი

10:52 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟენეზიო: „ბარსელონასთან“ მეტის მიღწევის იმედი გვქონდა“

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრუნო ჟენეზიომ, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ (0:0), ჟურნალისტებთან შეხვედრის შესახებ აზრი გამოთქვა.

„დღეს მეტის მიღწევის იმედი გვქონდა. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გავაცუდეთ. მეორეში კი მოწინააღმდეგეს ბევრი მომენტის შექმნის საშუალება მივეცით. მიუხედავად ამისა, შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი კიდევ გვაქვს.

ვფიქრობ, ეპიზოდებში ბურთის კონტროლისთვის ოსტატობა არ გვყოფნიდა. განსაკუთრებით შესვენების შემდეგ.

დაცვიდან კი ვითამაშეთ, თუმცა მეტოქის არ შეგვშინებია.“ - განუცხადა ჟენეზიომ უეფას პრესსამსახურს.

0.124977