ფეხბურთი

10:23 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: „ეს ჩვენი საღამო არ იყო“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ (0:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი უკეთეს შედეგს იმსახურებდა.

„კარგად ვითამაშეთ. არც მონდომება და ჟინი გვაკლდა, მაგრამ ეს ჩვენი საღამო არ იყო. ვფიქრობ, უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით.

შინ ყოველთვის ძლიერად ვთამაშობთ. თუმცა, პირველი შეხვედრის შემდეგ, 0:0 სახიფათო ანგარიშია.“ - განუცხადა ვალვერდემ უეფას პრესსამსახურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118075