ფეხბურთი

9:57 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი: „ბაიერნმა“ „ლივერპულს“ ძალიან ცოტა მომენტი შეაქმნევინა“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ (0:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკუთარი გუნდის გარჯით კმაყოფილია. თუმცა, საპასუხო შეხვედრამდე კიდევ უამრავი სამუშაოა.

„ბევრ გუნდს არ ძალუძს ამ სტადიონზე გოლი არ გაუშვას და არ წააგოს. ჩვენ ეს შევძელით. „ლივერპულს ძალიან ცოტა მომენტი შევაქმნევინეთ. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ.

ამ დონეზე ყველაფერს წვრილმანები წყვეტს. ამიტომ, საპასუხო შეხვედრას უნდა დაველოდოთ. საჭიროა მუხლჩაუხრელი შრომა და ყურადღება.

დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გარკვეულ ეპიზოდებში უფრო ეფექტურად შეიძლებოდა გარჯა.“ - უთხრა კოვაჩმა უეფას პრესსამსახურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123219