ფეხბურთი

9:03 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ეს საუკეთესო ფრეა საშინაო მატჩისთვის“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ (0:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველაფრის მიუხედავად, შედეგით კმაყოფილია.

„ეს არ იყო დღე, როცა პირველივე წუთიდან გამოგდის ყველაფერი. პოზიტიური მომენტი კი ის არის, რომ ეს საუკეთესო ფრეა საშინაო მატჩისთვის. მით უმეტეს, რომ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით. აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, შედეგით კმაყოფილი ვარ.

მომენტები გვქოდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. თუნდაც მანეს „მაკრატელა“ ავიღოთ. გოლი შეხვედრის მსვლელობას შეცვლიდა.

დაცვის ფრთებზე კი ცოტა პასიურები ვიყავით.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133992