სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:15 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავითი და გოლიათი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს დასკვნითი ორი მერვედფინალური მატჩები გაიმართება. ერთ-ერთი გელზენკირხენში, სადაც „შალკე“ „მანჩესტერ სიტის“ დაუხვდება.

ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ მერვედფინალში სწორედ ამ წყვილშია ყველაზე მეტად ფავორიტ-აუტსაიდერი გამოკვეთილი. „სიტი“ დიდებულ ფორმაშია, ხოლო „ხუმარებს“ საშინლად მისდით საქმეები და აქამდეც რომ მოვიდნენ დიდი წარმატებაა. თანაც, ობიექტურად, „შალკე“ მერვედფინალში ყოფნას იმას უნდა უმადლოდეს, რომ ყველაზე სუსტ ჯგუფში ასპარეზობდა.

თუმცა, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ვნახოთ, რას დაუპირისპირებს დომენიკო ტედესკო პეპ გვარდიოლას. გერმანულ გუნდს დღეს მასკარელი, ემბოლო და შოპფი ვერ დაეხმარებიან, ხოლო „სიტი“ მენდის, ბრავოს, გაბრიელ ჟესუსსა და სტოუნსს მოისაკლისებს.

დომენიკო ტედესკო („შალკეს“ მწვრთნელი): „ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაშის მსგავსი არაფერია. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და ვამაყობთ, რომ ასეთ მატჩში უნდა ვითამაშოთ. ლოგიკურად შანსი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტები არ ვართ, აქ დამსახურებულად ვიმყოფებით. „მანჩესტერ სიტი“ ძლიერი გუნდია და ჩვენც ძლიერები უნდა ვიყოთ ქომაგების გასახარებლად. „სიტის“ თამაში ძალიან ორგანიზებული დასტრიქტურულია. ყველა ფეხბურთელმა იცის მოედანზე რა უნდა გააკეთოს“.

პეპ გვარდიოლა („სიტის“ მწვრთნელი): „ეს ტურნირი განსაკუთრებულია - ყველა გუნდი კარგია, საკუთარი ემოციები უნდა გააკონტროლო. ჩვენს თავში ძალიან ბევრი ოცნება გვაქვს და თუ გვინდა ამ ოცნებების ახდენა, ბოლო ნაბიჯები წარმატებით უნდა გადავგდათ“.

სავარაუდო შემადგენლობა:

„შალკე“ (4-5-1): ფარმანი; კალიჯური, ს. სანე, ნასტასიჩი, ოჩიპკა; მაკკენი, ბენტალები, მატონდო, უტი, კონოპლიანკა; ბურგშტალერი

„სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, დანილო; დე ბრუინი, ფერნანდინიო, ბერნარდო სილვა; სტერლინგი, აგუერო, ლ. სანე

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

„შალკე“ 2010-2011 წლების სეზონში ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ მას შემდეგ სამი ცდიდან მერვედფინალური ეტაპი არასდროს გადაულახავს. ჯგუფურ ეტაპზე „პორტუს“ ჩამორჩა და პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა და ამ ეტაპზე მიჯრით მეექვსე სეზონია თამაშობს. გასულ სეზონში პეპ გვარდიოლას გუნდი მეოთხედფიანალამდე მივიდა და იქ „ლივერპულთან“ წააგო.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები აქამდე სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და „სიტიმ“ ორჯერ მოიგო. 2008-2009 წლების სეზონში გელზენკირხენში ინგლისელებმა 2:0 იმარჯვეს ბენჟანი მვარუარისა და სტეფენ აირლანდის გოლებით. ვინსენ კომპანიმ 90 წუთი ითამაშა და ერთადერთია ორივე გუნდიდან, რომელიც ახლაც გუნდში ირიცხება.

ინგლისურმა გუნდმა „შალკე“ 1969-1970 წლების სეზონში თასების თასიდან გამოთიშა, როდესაც გერმანიაში 0:1 წაგების შემდეგ შინ 5:1 მოიგო.

სტატისტიკა

„შალკე“

„შალკეს“ მერვედფინალში 2014-2015 წლების შემდეგ არ უთამაშია. მაშინ „ხუმარებმა“ „რეალს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ჯერ შინ წააგეს 0:2, მაგრამ სტუმრად 4:3 იმარჯვეს და მადრიდელები ანერვიულეს.

აქამდე „შალკეს“ ზედიზედ სამი წაგება აქვს მერვედფინალში. 2012-2013 წლების სეზონში „გალათასარაისთან“ წააგო ორი მატჩის ჯამში (3:4), ხოლო ერთი წლის მერე „რეალთან“ – 2:9. „სამეფო კლუბთან“ „მეშახტეებმა“ სტუმრად 1:6 წააგეს და ეს ყველაზე დიდი მარცხია მისთვის ევროპულ ასპარეზზე.

მთლიანობაში, „შალკეს“ მერვედფინალში ხუთჯერ უთამაშია და შემდეგ ეტაპზე ორჯერ გავიდა. 2007-2008 წლების სეზონში „პორტუ“ დაამარცხა პენალტების სერიაში, ხოლო 2010-2011 წლების სეზონში „ვალენსია“.

„შალკემ“ ჯგუფურ ეტაპზე 11 ქულა მოიპოვა, აქედა 7 საკუთარ მოედანზე. დაამარცხა „გალათასარაი“ (2:0) და „ლოკომოტივი“ (1:0), ხოლო „პორტუსთან“ ფრეს დასჯერდა (1:1).

„შალკეს“ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გელზენკირხენში ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ სამი აქვს მოგებული (2 ფრე, 3 წაგება) და 18 გოლი გაუშვა.

თუმცა, თუ ევროპა ლიგასაც დავამატებთ, „შალკეს“ შინ ბოლო 9 თამაში არ წაუგია (6 მოგება, 3 ფრე).

გერმანულ გუნდს ბოლო 5 თამაშში ინგლისური გუნდი არ დაუმარცხებია (2 ფრე, 3 წაგება). ბოლოს გელზენკირხენელებმა „არსენალი“ 2:0 დაამარცხეს (2012 წლის ოქტომბერში). 2014-2015 წლების სეზონში კი „ჩელსისთან“ შინ 0:5 წააგო და ევროპულ ასპარეზზე ყველა მძიმე მარცხი განიცადა („რეალთან“ 1:6 დარად).

„შალკეს“ პლეი-ოფში ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია - 1 მოგება, 1 წაგება. 2010-2011 წლების სეზონში ნახევარფინალში „მანჩესტერთან“ ადვილად წააგო (0:2, 1:4).

„მანჩესტერ სიტი“

„სიტი“ მერვედფინალში 2013-2014 წლებიდან მოყოლებული უწყვეტად თამაშობს, თუმცა მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვა. 12 თვის წინ „ბაზელი“ სტუმრად 4:0 დაამარცხა, ხოლო შინ 1:2 წააგო.

შვეიცარიაში გამარჯვება მერვედფინალურ ეტაპზე სტუმარ გამართულ მატჩებში მხოლოდ მეორე გამოდგა ინგლისური გუნდისთვის. მანამდე, 2015-2016 წლების სეზონში კიევში, „დინამო“ 3:1 დაამარცხა.

ეს იქნება ზედიზედ მეორე მატჩი გერმანული გუნდისთვის „სიტის“ წინააღმდეგ. გვარდიოლას შეგირდებმა ბოლო ტურში „ჰოფენჰაიმი“ 2:1 დაამარცხეს (ამავე ანგარიშით მანამდე სტუმრადაც სძლიეს). ბოლო 6 თამაშში „სიტის“ ინგლისელებთან არ წაუგია (5 მოგება, 1 ფრე). ბოლოს „ბაიერნთან“ დამარცხდა 2014 წლის სექტემბერში (0:1).

გერმანიაში „სიტის“ ბოლო ხუთი მატჩიდან სამი აქვს მოგებული და მხოლოდ ერთხელ წააგო. ამ დადებით სერიამდე 6 თამაშიდან ხუთჯერ იწვნია მარცხი გერმანიაში.

„სიტიმ“ 1978-1979 წლების სეზონში „გლადბახთან“ უეფას თასზე წააგო, ხოლო 30 წლის შემდეგ „ჰამბურგთან“ იმავე ტურნირზე დამარცხდა.

„სიტის“ საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალია (2015-2016 წლების სეზონში).

ინგლისის ჩემპიონისთვის მიმდინარე სეზონი „ლიონთან“ საშინაო მარცხით (1:2) დაიწყო და ეს იყო ზედიზედ მესამე მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე. მაგრამ მას შემდეგ ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო, მათ შორის, „შახტართან“ 6:0. ეს „სიტის“ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩია უეფას ტურნირებში.

„სიტიმ“ ბოლო 11 თამაშიდან ევროპულ ასპარეზზე 5 მოიგო, 5 წააგო და ერთხელ ფრე ითამაშა (3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება სტუმრად).

გზაჯვარედინი

ლეროი სანე „შალკეს“ აკადემიაში 2005 წლიდან ირიცხებოდა და სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა „სიტიში“ 2016 წელს. ბუნდესლიგაში 2014 წლის აპრილიდან 2016 წლის მაისამდე 47 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

ნემანია ნასტასიჩს „სიტის“ მაისურით 2012 წლის სექტემბრიდან 2014 წლის აგვისტომდე 34 თამაში აქვს პრემიერლიგაში ჩატარებული და შემდეგ იჯარით „შალკეში“ გადავიდა.

სანემ გაუტანა „შალკეს“ მაისურით „ვოლფსბურგს“, რომლის რიგებში კევინ დე ბრუინი თამაშობდა.

სერხიო აგუერომ „ატლეტიკოს“ მაისურით ერთი გოლი გაუტანა „შალკეს“ 2008-2009 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

გერმანიაში უთამაშიათ:

კევინ დე ბრუინი („ვერდერი“ 2012-2013, „ვოლფსბურგი“ 2014-2015)

ილქაი გუნდოგანი („ბოხუმი“ 2008, „ნიურნბერგი“ 2009-2011, „დორტმუნდი“ 2011-2016)

ვინსენ კომპანი („ჰამბურგი“ 2006-2008)

ინგლისში უთამაშიათ:

ნაბილ ბენტალები („ტოტენჰემი“ 2013-2016)

ფრანკო დი სანტო („ჩელსი“ 2008-2009, „ბლექბერნი“ 2009-2010, „უიგანი“ 2010-2013)

ბენჟამინ სტამბული („ტოტენჰემი“ 2014-2015)

საშა რიტერი („ფულჰემი“ 2012-2014)

ომარ მასკარელი („დერბი“ (2014-2015)

გვიდო ბურგშტალერი („კარდიფი“ 2014)

ბოლო პერიოდი

„შალკე“

„შალკეს“ ბოლო 9 თამაში: 3 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება. შაბათს „ხუმარები“ შინ „ფრაიბურგს“ დაუზავდნენ (0:0).

სუატ სერდარი 42-ე წუთზე გააძეს „ფრაიბურგთან“ მატჩში და „შალკეს“ მეოთხე ფეხბურთელი გახდა მიმდინარე სეზონში, რომელიც ბუნდესლიგაში გააძევეს.

6 თებერვალს „შალკე“ გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა მას შემდეგ, რაც „დიუსელდორფი“ 4:1 დაამარცხა. სლიფ სანემ დუბლი შეასრულა. მეოთხედფინალში კი 8 აპრილს ბრემენის „ვერდერს“ დაუპირისპირდება.

„შალკემ“ ბუნდესლიგაში 2019 წელს ერთადერთი თამაში მოიგო. 20 იანვარს „ვოლფსბურგი“ დანიელ კალიჯურის დუბლით 2:1 დაამარცხა.

აჰმედ კუტუჩუს პროფესიონალებში დებიუტი მეექვსე ტურში ჰქონდა. ამ ეტაპზე მის ანგარიშზე 8 მატჩი და 3 გოლია.

ჰაჯი რაიტმა ბუნდესლიგაში პირველი გოლი 19 დეკემბერს, „ლევერკუზენთან“ (1:2) წაგებულ მატჩში გაიტანა.

ბენჟამინ სტამბული, ალესანდრო შოპფი და სტივენ სკრჟიბსკი 25 იანვარს „ჰერტასთან“ მატჩის შემდეგ ტრავმირებულნი არიან.

გვიდო ბურგშტალერი 8 დეკემბრიდან ლაზარეთში იმყოფებოდა, თუმცა დაბრუნდა და შაბათს „ფრაიბურგთან“ ბოლო 7 წუთი ითამაშა.

ბრილ ემბოლო 11 ნოემბრიდან ტრავმირებულია.

„მანჩესტერ სიტი“

ჩემპიონთა ლიგაზე ვინსენ კომპანისთვის შემდეგ მატჩი საიუბილეო, 50-ე იქნება.

რაჰიმ სტერლინგმა უეფას საკლუბო ტურნირებში 50-ე მატჩი მეექვსე ტურში „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ილქაი გუნდოგანი კი ამ ციფრს შემდეგ შეხვედრაში გაუტოლდება.

ჩემპიონთა ლიგის მეექსვე ტურის შემდეგ „სიტის“ სტატისტიკა ასეთია: 13 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება (სამივე წაგება პრემიერლიგაში).

ინგლისის ჩემპიონმა ბოლო 13 მატჩიდან ყველა ტურნირის ჩათვლით 12 მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო. გაიტანა 49 გოლი და გაუშვა ოდენ - 6.

„ქალაქელები“ ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში მას შემდეგ გავიდნენ, რაც „ნიუპორტ ქაუნთი“ სტუმრად 4:1 დაამარცხეს. ფილ ფოდენმა დუბლი შეასრულა. 18 წლის ფეხბურთელს ბოლო 5 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

პეპ გვარდიოლას გუნდმა მიმდინარე სეზონის 42 მატჩიდან ცხრაში 5 ან მეტი გოლი გაიტანა.

სერხიო აგუერომ „არსენალთან“ (3:1) და „ჩელსისთან“ (3:0) ჰეთ-თრიქები შეასრულა. არგენტინელს ბოლო 6 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

„ჩელსისთან“ ჰეთ-თრიქი აგუეროსთვის პრემიერლიგაში მე-11 გამოდგა და ალან შირერის სარეკორდო მაჩვენებელს გაუთანაბრდა.

„სიტი“ 24 თებერვალს ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ჩელსის“ წინააღმდეგ „უემბლის“ სტადიონზე ითამაშებს.

„მანჩესტერ სიტიმ“ ლიგის თასის ნახევარფინალში 9 იანვარს ქვედალიგელი „ბარტონ ალბიონი“ 9:0 დაამარცხა.

„ქალაქელებმა“ 18 წლის ნახევარმცველი ანტე პალავერსა სპლიტის „ჰაიდუკიდან“ იანვარში დაიმატეს.

კომპანის 3 იანვრის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია.

ბენჟამინ მენდიმ ოპერაცია გაიკეთა გასული წლის 14 ნოემბერს.

კლაუდიო ბრავო კი 20 აგვისტოს შემდეგ ლაზარეთშია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.187782
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X