კალათბურთი

22:43 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის დასაფასებელი საქციელი - 16-საათიანი ფრენის შემდეგ პირდაპირ ვარჯიშზე

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჰერაკლიონში სრული შემადგენლობით შეიკრიბა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი საბერძნეთში 11-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა, საღამოსკენ კი მას ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენიც შეუერთდა.

თადის საქციელი მართლაც გამოსარჩევია. მცირე ხნის წინ მან ესპანურ "იბეროსტარ ტენერიფესთან" კონტრაქტი გაწყვიტა, უგუნდოდ გახლდათ და აშშ-ს მიაშურა, დღეს კი დეტროიტიდან კუნძულ კრეტამდე ზუსტად 16:30 საათი და 8 711 კილომეტრი იფრინა, აეროპორტიდან პირდაპირ Dyo Aorakia არენას მიაშურა და ქართველ კალათბურთელებთან ერთად ვარჯიშში ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი შეხვედრა 21 თებერვალს ელის. საბერძნეთთან მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112526