ფეხბურთი

20:30 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მარცხი თურქულ შეკრებაზე

„დინამო თბილისი“ თურქეთში შეკრებას აგრძელებს და დღეს უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „ზორიას“ გაეჯიბრა. შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ლუგანსკელთა გამარჯვებით დასრულდა.

პირველი ტაიმი „დინამომ“ მოიგო ნინუას ერთადერთი გოლით, რომელმაც 27-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა. თუმცა, მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარის გამოდგა და „ზორიამ“ თამაში შემოატრიალა. 50-ე წუთზე კარავაევმა პენალტის გატანა შეძლო, ხოლო 83-ე წუთზე ივანოვიჩის გოლი გადამწყვეტი გამოდგა.

„დინამო“ რჩება თურქეთში და ბოლო სპარინგს 23 თებერვალს, ბრესტის „დინამოსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127939