ჩოგბურთი

20:56 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე: "100%-ით სათამაშოდ მზად არ ვარ"

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ 100 პროცენტით სათამაშოდ მზად არ არის.

"სახლში დავბრუნდი. სამწუხაროდ 100%-ით სათამაშოდ მზად არ ვარ. ბევრი კვირის განმავლობაში მომიწია მოგზაურობა და თამაში.ახლა მცირე პაუზას ავიღებ"- განაცხადა გორგოძემ.

ეკომ ბოლო ორ ტურნირზე ვერც ერთი შეხვედრის მოგება ვერ მოახერხა.

0.181167