ავტოსპორტი

16:24 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესმა“ ახალი სეზონისთვის ახალი ძრავი მოამზადა

„მერსედესი“ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ახალ სეზონს, ფაქტობრივად ახალი ძრავით იწყებს. გერმანულ კომპანიაში ჩათვალეს, რომ გაზრდილი კონკურენციის პირობებში, აგრეგატის ძირეული შეცვლა აუცილებელი იყო.

„მერსედესის“ ფ1-ის ძრავების ოპერაციების ხელმძღვანელი ენდი კოუელი ამბობს, რომ შეიცვალა ძრავის გაგრილების სისტემის არქიტექტურა, რაც პირველ რიგში, ავტომობილის აეროდინამიის გასაუმჯობესებლად გაკეთდა. გარდა ამისა, ძრავის მუშაობა უფრო ეფექტური გახდა. ამგვარად, მხოლოდ ამ კომპონენტის დახვეწით, უნდა გაუმჯობესდეს არამხოლოდ ძრავის, არამედ შასის პარამეტრებიც.

კოუელის თქმით, გაიზარდა საწვავის წვის ეფექტურობა და ენერგიის აღდგენის სისტემა. საერთო ჯამში, ტურბო კომპრესორის, MGU-H-ს, ინვერტორის, ელემენტების და MGU-K-ს შეთანწყობილი მუშაობა უზრუნველყოფს ენერგიის ეფექტურად დაგროვებას და რბოლისას სწრაფ გამოთავისუფლებას.

კოუელის ამბობს, რომ აგრეგატის მუშაობის ეფექტურაბიზ გაზრდაზე აქცენტი იმის მიუხედავად გაკეთდა, რომ ახალი რეგლამენტი, ავზში 5 კილოგრამით მეტი საწვავის ჩასხმის უფლებას იძლევა. მაგრამ მისივე თქმით, „მერსედესი“ ალბათ ავზში 110-ვე დაშვებულ კილოგრამს არ ჩაასხამს ხოლმე. სწორედ ამის საშუალებას მისცემს მას ძრავის ეფექტურობის გაუმჯობესება. ეს კი გუნდის პილოტებს სტარტზევე უპირატესობას მიანიჭებს.

„ყოველი დაზოგილი 5 კილოგრამი, წრეზე საშუალოდ ორი მეათედი წამის უპირატესობას იძლევა. ასე რომ, ძრავის ეფექტურობისთვის ჯილდო საგრძნობი იქნება - რბოლებს უფრო მსუბუქი მანქანით დავიწყებთ“, - დასძენს კოუელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110595