ფეხბურთი

17:00 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯმა "ლეგიას" ერთი ფეხბურთელი მოედნიდან ორჯერ გააძევა (+VIDEO)

პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ვარშავის „ლეგია“ „კრაკოვიას“ დაუხვდა და 0:2 წააგო. ამ შეხვედრაში ყველაზე საინტერესო ფაქტი 74-ე წუთზე დაფიქსირდა. მთავარმა მსაჯმა პიოტრ ლასიკმა ვარშაველთა მცველი უილიამ რემი მოედნიდან გააძევა.

ფრანგმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. რემი პირდაპირ გასახდელში წავიდა, თუმცა ამ დროს ეპიზოდი ვიდეორეფერთან გადამოწმდა. შედეგად, „ლეგიას“ ფეხბურთელს მსაჯებმა მოედანზე უხმეს.

რემიც სიხარულით დაუბრუნდა მწვანე მინდორს, იფიქრა, რომ VAR-მა მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი გააუქმა და თამაშს გააგრძელებდა. თუმცა, აჩქარდა - ლასიკმა ფრანგი მხოლოდ იმისთვის მოიხმო მოედანზე, რომ მეორედ გაეძევებინა და წითელი ბარათი ისევ უჩვენა.

საბოლოოდ, უილიამ რემის გასახდელში გაღიმებული სახით მოუწია დაბრუნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126931