თამაშგარე

11:24 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლო ძანიოლოს დედამ ყველა აღაფრთოვანა

ბოლო ერთი კვირაა, მთელი საფეხბურთო მსოფლიო იტალიური “რომას“ 19 წლის შემტევზე ნიკოლო ძანიოლოზე ლაპარაკობს და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ძანიოლოზე მხოლოდ იმის გამო არ საუბრობენ, რომ ამ მართლაც ნიჭიერმა ახალგაზრდამ გასულ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე “პორტუს“ ორი გოლი გაუტანა.

ძანიოლოზე საუბრები მას შემდეგ გახშირდა, რაც ფეხბურთელის უდავოდ შესანიშნავი გარეგნობის მქონე დედამ, 41 წლის ფრანჩესკა კოსტამ ინტერნეტში საკუთარი სუპერ-სექსუალური ფოტოების გავრცელება დაიწყო და ამან აღფრთოვანებაში მოიყვანა ჩვენი პლანეტის სრულიად სამამრეთი.

ნიკოლო ძანიოლომ ადვილად შეამჩნია, რომ მისი კარგად ნათამაშები დედამისის ეშხმა გააფერმკრთალა და იგივე სოციალური ქსელის საშუალებით დედას მოუწოდა, გაჩერებულიყო და ისიც შეახსენა, რომ უკვე 41 წლის ქალია, რომელსაც მსგავსი ქმედებები აღარ ეკადრება. მაგრამ სიტუაციას უსეთი პირი უჩანს, აწი ამ ქალს შვილი კი არა, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვეღარ დააბამს...

0.123453