ფეხბურთი

22:18 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური გუნდი, რომელმაც 0:20 წააგო სერია C-ს გათამაშებიდან მოიხსნა

იტალიური საფეხბურთო კლუბი „პრო პიაჩენცა“ სერია C-ს გათამაშებიდან მოიხსნა. ასეთი რადიკალური ნაბიჯი იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მას შემდეგ გადადგა, რაც „პრო პიაჩენცამ“ „კუნეოსთან“ რვა ფეხბურთლით ითამაშა და 0:20 წააგო.

საფეხბურთო კლუბს დიდძალი ვალები დაუგროვდა და გაბანკროტების საშიშროების წინაშე დგას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე „პრო პიაჩენცას“ ფეხბურთის ფედერაციამ რვა ქულა დააკლო და ფულადი ჯარიმის სახით 35.5 ათასი ევრო დააკისრა. დარჩენილ მატჩებში იტალიური გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123009