ფეხბურთი

21:21 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჰამშიკი ჩინეთშია

ჩინურმა „დალიან იფანმა“ მარეკ ჰამშიკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, კონტრაქტის ხანგრძლივობის ვადა არ გაჟღერებულა.

იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლიმ“ 15 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო 31 წლის ფეხბურთელი სეზონში ანაზღაურების სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც პრემიები დაემატება.

შეგახსენებთ, რომ მარეკ ჰამშიკი „ნაპოლიში“ 2007 წლიდან თამაშობდა და გუნდის რეკორდსმენი გახდა, როგორც ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ისე გატანილი გოლებით.

სლოვაკმა კამპანიელთა რიგებში 520 მატჩი ჩაატარა, 121 გოლი გაიტანა, 111 საგოლე პასი შეასრულა. თითოჯერ კი იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12107