კალათბურთი

18:07 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” მონტენეგროს თასი მოიპოვა

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა. ბუდუჩნოსტელებმა წარმატებით მონტენეგროს თასზე ითამაშეს, სადაც ნახევარფინალში “მორნარს” 92:82 სძლიეს, ფინალში კი “სუტიესკას” – 85:71.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველი კალათბურთელი ტრავმირებულია და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს, თუმცა, ცხადია, აღნიშნულ მატჩებს დაესწრო და ქვეყნის თასის მოპოვება თანაგუნდელებთან ერთად იზეიმა.

“ბუდუჩნოსტს” მომდევნო მატჩი ევროლიგის ეგიდით 22 თებერვალს, ლიტვაში, კაუნასის “ჟალგირისთან” ელის და შესაძლოა, ბითაძე კალათბურთს ამ თამაშში დაუბრუნდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111534