სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

13:59 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაცი საშიში ჩრდილით
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში 1986 წელს დიეგო მარადონას შემდეგ, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი წარმოდგენა რობერტო ბაჯომ დადგა 1994 წელს, აშშ-ში. თუმცა, ბედის ირონიით, სწორედ ის ტურნირი გამოდგა ბაჯოს კარიერის გამყოფი ხაზი - მწვრთნელებისთვის და უბრალოდ ადამიანებისთვის, რომელთაც თვალში არ მოსდიოდათ, განტევების ვაცი ნაპოვნი იყო და ხელიც მას შეაწმინდეს.

არადა, უცნაურია - იტალიის მაშინდელი ნაკრები ბაჯოს გარეშე ერთი არაფრით გამორჩეული, უსახური გუნდი იქნებოდა. „სკუადრა აძურა“ ფინალამდე რობიმ მარტომ გაათრია და მერე, იქ ერთი ფეხის დაცდენა არ აპატიეს.

დუბლი ნიგერიასთან, გოლი ესპანეთთან და ისევ დუბლი ბულგარეთთან (ეს ყველაფერი პლეი-ოფში). მიუხედავად ამისა, ბაჯოს მთავარ დამნაშავედ სცნეს იმაში, რომ იტალიამ აშშ-ში ოქროს მედალი ვერ მოიპოვა. ფინალში ბრაზილიასთან თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა და ყველაფერი მას დაბრალდა. არადა, რომც გაეტანა, მერე ბრაზილიას ბოლო დარტყმა ჰქონდა რეზერვში და...

ამის შემდეგ რობის საკლუბო კარიერაც აერია. „იუვენტუსში“, სადაც კაპიტანი და ლიდერი იყო, ჯოვანი ტრაპატონი მარჩელო ლიპის ჩაენაცვლებინა. ლიპისა და რობერტოს შორის არასდროს სუფევდა იდილია - მეტიც, დღემდე ერთმანეთს ვერ იტანენ. 1994-1995 წლების სეზონი არ გამოდგა წარმატებული, ტრავმებიც აწუხებდა და ბევრი გაუცდა. თანაც, ლიპის თავისი ფავორიტი ჰყავდა, თინეიჯერი ალესანდრო დელ პიერო და მოკლედ, ნათელი ხდებოდა, რომ ბაჯოს ტურინული ოდისეა დასასრულს უახლოვდებოდა. იმ სეზონში რობიმ თავის კარიერაში პირველი სკუდეტო მოიგო. ამაში მისი წვლილიც იყო, თუმცა არა იმ დოზით, როგორც მას სჭირდებოდა, ეკადრებოდა.

არადა, იქამდე, რობერტო „იუვენტუსში“ ყველაფერი იყო. 1993 წელს უეფას თასი მოიგო გუნდთან ერთად და წლის ბოლოს თავად „ოქროს ბურთს“ დაეპატრონა. ორი წლის მერე ტურინული კარიერის დასასრული დროც დადგა. ამბობენ, რომ ბაჯოს „იუვედან“ აბარგება არამარტო ლიპის, არამედ, ანიელის ოჯახთან კონფლიქტის გამოც მოუწია - მავანნი მათი ოჯახის ერთ-ერთ ქალბატონთან რომანში ადანაშაულებდნენ.

რობიც ადგა და წავიდა. წავიდა იქვე, „მილანში“. თუმცა, „როსონერიში“ მისი კარიერა არ იყო წარმატებული. პირველივე სეზონში სკუდეტო მოიგო, მაგრამ რობერტო ვერ თამაშობდა სათანადო დონეზე. ლომბარდიულ გრანდში ორი წელი გაატარა და ნათელი იყო, რომ ეს არ იყო მისთვის იდეალური ადგილი - გუნდი უნდა შეეცვალა. 1997 წლის ზაფხულში ბაჯო ძალიან ახლოს იყო „პარმაში“ გადასვლასთან. იმხანად იტალიის ვიცე-ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ემზადებოდა და ბაჯო ერთი-ორად გააძლიერებდა. ტრანსფერი თითქმის გაჩარხული გახლდათ, მაგრამ საქმეში „მერძევეთა“ მაშინდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი ჩაერთო. ის მიიჩნევდა, რომ რობერტო მის ტაქტიკურ სქემაში ვერ ჩაჯდებოდა და ტრანსფერი დაიბლოკა. ეს რაღა თქმა უნდა, უდიდესი შეცდომა იყო. საერთოდ, ბაჯო „არაიტალიური“ ფეხბურთელი იყო, განსხვავებული მანერით და განსხვავებული ხასიათით. ის მართლაც „ვერ ჯდებოდა“ აპენინელ მწვრთნელთა ქსელებში, ვარაუდებში, გათვლებში. ბაჯო არ ერგებოდა ტაქტიკას, ტაქტიკა მას თავად უნდა მორგებოდა.

შედეგად, ბაჯოს „ბოლონია“ დაუკავშირდა და რობისაც ბევრი არ უფიქრია. როგორც შემდგომ გამოჩნდა, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო. იტალიელს კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი სწორედ ემილიურ გუდში ჰქონდა. რობერტოს სეზონის ბოლოს 22 გოლი დაუგროვდა და ყველა მასზე საუბრობდა. ამასობაში 1998 წლის მუნდიალიც ახლოვდებოდა.

იტალიის ნაკრებში 1994 წლის მერე თაობათა ცვლის პროცესიც იყო და ახალი მწვრთნელიც. არიგო საკი, რომელმაც ბაჯო ამოითვალწუნა და არც ევრო 1996-ზე წაუყვანია, უკვე წასულიყო „სკუადრა აძურადან“. ახალი მწვრთნელი ჩეზარე მალდინი კი ბაჯოს მაინც არ იძახებდა. თუმცა, ფაქტი იყო ასე ვერ გაგრძელდებოდა. ტიფოზები ბაჯოს ითხოვდნენ და ბაჯოს ითხოვდა მედიაც. სწორედ მათი ზეწოლის შედეგად, მალდინი დათმობაზე წავიდა და რობერტო საფრანგეთში წამსვლელ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა.

ბაჯოს გამოცდის ჩაბარება პირველივე ტურში მოუწია. იმხანად, მალდინი ფსონს ალესანდრო დელ პიეროზე ჩადიოდა, თუმცა ჩილესთან შეხვედრაში „იუვენტუსის“ შემტევი ტრავმირებული გახლდათ და ბაჯომ ჩაანაცვლა. „აძურასთვის“ მატჩი კარგად დაიწყო და კრისტიან ვიერის გოლით იგებდა. საგოლე პასი, ეფექტური საგოლე პასი ბაჯოს აქტივში იყო. თუმცა, შემდეგ მარსელო სალასის ლიდერობით ჩილელებმა ორჯერ დაამწუხრეს ჯანლუკა პალიუკა. იტალია აგებდა და მატჩის დამთავრებამდეც ბევრი არაფერი რჩებოდა. ბაჯომ საჯარიმოში ჩაწოდება სცადა, თუმცა მეტოქემ ხელით ითამაშა. პენალტია. ბურთთან რობერტო მივიდა. თითქოს ბედმა შანსი მისცა - 4 წლით თითქოს დრო გაჩერდა, მუნდიალიდან მუნდიალამდე, პენალტიდან პენალტამდე. ბაჯომ დაარტყა, ტაპიამ კუთხე გამოიცნო, მაგრამ ბურთი ბადეს შეეხო - რობიმ იტალია მარცხისგან იხსნა.

მერე რობერტომ ავსტრიის ნაკრებსაც გაუტანა. თუმცა, ძირითად შემადგენლობაში მალდინი აღარ ათამაშებდა. აპენინელებს დელ პიერო დაუბრუნდათ და ჩეზარე თვლიდა, რომ ალესანდრო უფრო სასარგებლო იქნებოდა. ისე, იტალიელთა თავკაცს ერთი წუთითაც არ უცდია, რომ დელ პიერო და ბაჯო მოედანზე ერთად გაეყვანა, ან დაეტოვებინა - მარტივი სცენარი ჰქონდა: დელ პიერო გადიოდა, ბაჯო შედიოდა. ასე მოხდა მეოთხედფინალში საფრანგეთთან, რომელიც ბაჯოს კარიერაში ბოლო მუნდიალის მატჩი იყო. გოლი არ გასულა, რობი ახლოს იყო „ოქროს გოლთან“, ძელს სანტიმეტრით ჩაუარა ბურთმა, პენალტებშიც გაიტანა, მაგრამ იტალია მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა.

რობერტომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 9 გოლი გაიტანა იტალიის ნაკრებისთვის ეს საუკეთესო შედეგია მუნდიალზე. მსგავსი შედეგით პაოლო როსი და კრისტიან ვიერიც იწონებენ თავს. ისე, ბაჯოს ევროპის ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია - 1996, 2000, 2004 წლებში მწვრთნელებმა მასზე უარი თქვეს, 1992 წელს თავად იტალია ვერ კვალიფიცირდა ფინალურ ეტაპზე.

1998 წლის ზაფხულში ბაჯოს კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მასიმო მორატი დაუკავშირდა და მილანის „ინტერში“ გადავიდა. თითქოს, „ნერაძურის“ შეტევა მსოფლიოში საუკეთესო უნდა გამხდარიყო - რონალდო და ბაჯო! აფიშა ხმაურიანია, მაგრამ რობის არც მილანური კარიერა აეწყო. „ინტერში“ მას ორი გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა. ერთი ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“, როდესაც ცვლილებაზე შევიდა, დუბლი შეასრულა და მილანელებს მოაგებინა, ხოლო მეორე 2000 წლის 23 მაისს. ამ მატჩზე უფრო ვრცლად უნდა ვთქვათ, მაგრამ მანამდე სხვა რამ გავიხსენოთ.

1999 წელს „ინტერი“ მარჩელო ლიპის ჩააბარეს. იმთავითვე ნათელი გახდა, რომ ბაჯოსთვის ეს მხოლოდ ცუდს მოასწავებდა. რობერტოსა და მარჩელოს შორის ხომ მშვიდობა არ სუფევდა. 1999-2000 წლების სეზონი ამბიციურმა „ინტერმა“ საშინლად ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა გადათამაშებაში მოუწია. სეზონი, „ნერაძურიმ“ და „პარმამ“ თანაბარი ქულებით დაასრულეს და რეგულაციის თანახმად, დამატებითი მატჩი ნეიტრალურ მოედანზე დაინიშნა.

23 მაისს, ვერონაში, „ინტერი“ „პარმას“ ხვდებოდა. ან ბაჯო, ან ლიპი - დიახ, ეს იყო მატჩი, რომელიც სწორედ ხსენებულ კითხვას გასცემდა პასუხს. თუ „ინტერი“ მოიგებდა, „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდა, ლიპიც სამსახურს შეინარჩუნებდა და ბაჯოს გუნდის დატოვება მოუწევდა, და, თუ „ინტერი“ დამარცხდებოდა, ლიპის მიუთითებდნენ კარისკენ და ბაჯოს მილანური კარიერაც გაგრძელდებოდა. რა მარტივია არა?

„ინტერმა“ მოიგო, ლიპი დარჩა, ბაჯომ ჩემოდანი თავად ჩაალაგა. აქ ყველაზე საინტერესო სხვა დეტალია - მატჩის გმირი რობერტო იყო. ჯანლუიჯი ბუფონის კარში რობიმ ორი ულამაზესი გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა და „შავ-ლურჯებმა“ 3:1 იმარჯვეს. ბაჯომ ლიპის სამსახური შეუნარჩუნა და თავად სხვა გზას გაუდგა. ეს იყო მისი გამარჯვება - რობერტომ ყველას დაუმტკიცა, რომ მისთვის მთავარი გუნდური წარმატება იყო. რობერტომ ლიპისაც დაუმტკიცა, რომ ცდებოდა. ის „ინტერიდან“ თავაწეული, ღირსეული და გამარჯვებული წავიდა.

წავიდა „ბრეშაში“. გუნდი, რომელსაც მანამდე არავინ იცნობდა, ყველამ გაიცნო. იქ რობერტო კარლო მაცონეს შეხვდა. როგორც თავად ამბობს, საუკეთესო მწვრთნელს და ადამიანს, ვისაც ოდესმე შეხვედრია. ბაჯო პატარა ლობარდიულ გუნდში 4 წელი დარჩა და 2004 წელს კარიერა დაასრულა. ბოლო აკორდი 16 მაისი იყო. განგებით, კარიერის ფინიში იტალიის ყველაზე დიდ სტადიონზე, „სან სიროზე“ შეგდა, „მილანთან“. რობი 80 ათასმა ადამიანმა სტადიონიდან, ისე კი მილიონობით ქომაგმა აპლოდისმენტებით გააცილა.

ბაჯოს კარიერა თავიდანვე წინაღობებით იყო სავსე. მას არ სწყალობდნენ მწვრთნელები. მაგრამ უყვრადა ხალხს. ახალგაზრდა რობის თავის დროზე არც აძელიო ვიჩინი ენდო, რომელმაც 1990 წლის მუნდიალის ნახევარფინალში ადგილი სათადარიგო სკამზე მიუჩინა და უთხრა, დაღლილი ჩანხარო. ბაჯოს საკიმაც ზურგი აქცია, არც ძველ ნაცნობებს, ძოფსა და ტრაპატონის გახსენებიათ და ვერც ანჩელოტიმ დაინახა მისი ადგილი საკუთარ გუნდში. არც მარჩელო ლიპის სჭირდებოდა.. მოკლედ, უცნაურია - ამბობენ, ძლიერები არ უყვართო და ალბათ ეს შემთხვევაა, ბაჯოს ჩრდილი აშინებდათ!

ბაჯოს არ მოუგია ბევრი ტიტული, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა მთავარი - ხალხის სიყვარული. არასდროს გადაუბიჯებია საკუთარი თავისთვის. ბაჯო „იუვენტუსში“ „ფიორენტინადან“ გადავიდა. ფლორენციაში პირველი სტუმრობისას, ტრიბუნებიდან „ვიოლას“ შარფი ესროლეს და ბაჯომ ის აიღო, ყელზე შემოიხვია - ბევრი ამას არ გააკეთებდა, ვერ გაბედავდა. ბევრისთვის, რობერტო იტალიის ყველა დროის სუკეთესო ფეხბურთელია. ბევრისთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში შედის. ბევრისთვის ფეხბურთი თავად ბაჯოა. ბევრს ფეხბურთი რობერტომ შეაყვარა. და, ალბათ, რობერტო ბაჯო პირველია მათ შორის, ვისაც შეგვიძლია ვუწოდოთ - საყოველთაო ფეხბურთელი.

ზუსტად 52 წლის წინ, 1967 წლის 18 თებერვალს „ღვთაებრივი კუდი“ დაიბადა...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.108376
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X