ფეხბურთი

2:55 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ლიდერს კიდევ უფრო ჩამორჩა, "ინტერმა" იკარდის გარეშე მოიგო

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის შემდეგ ლიდერ „იუვენტუსსა“ და მდევარ „ნაპოლის“ შორის ქულათა სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. ტურინელებმა ამ ტურის მატჩი ჯერ კიდევ პარასკევს მოიგეს, ხოლო ნეაპოლელებმა კვირას, იგივე ვერ გააკეთეს.

„ნაპოლის“ მეტოქე მეორე ტურინული გუნდი, „ტორინო“ იყო და მიუხედავად სოლიდური სათამაშო უპირატესობისა და არაერთი საგოლე მომენტისა, მოწინააღდეგის კარი მაინც ვერ აიღო. შედეგად, „ნაპოლი“ „იუვეს“ უკვე 13 ქულით ჩამორჩება და ძნელი სათქმელია, ჩემპიონობის შანსი კიდევ თუ შერჩა - ალბათ, მხოლოდ თეორიულად.

მილანის „ინტერმა“ მაურო იკარდის გარეშე გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლა. იკარდი მეუღლესთან ერთად ვიპ-ლოჟაში იყო მოკალათებული და იქიდან ადევნებდა თვალს თანაგუნდელების თამაშს. „ინტერმა“ კი გარეშეც მოიგო. ანგარიში დანილო დ’ამბროზიომ ივან პერიშიჩის ნაყოფიერი თამაშის შემდეგ მოახერხა. თუმცა, გენუელებმა მალეე მანოლო გაბიადინის გოლით გაათანაბრეს. და მაინც, რაჯა ნაინგოლანის გასროლა საჯარიმოს მისადგომებიდან გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. „ინტერმა“ 46 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე ჯერჯერობით მყარად იმყოფება.

რომის „ლაციო“ გენუაში, „ჯენოას“ განახევრებული შემადგენლობით ეწვია და ოდენ ტაიმი მოუგო. სიმონე ინძაგის გუნდი მილან ბადელის გოლით იგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში ჩეზარე პრანდელის გუნდმა თამაში შემოატრიალა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მიითვალა. „ლაციო“ კი მეოთხეადგილოსან „მილანს“ 4 ქულით ჩამორჩა.

„ემპოლიმ“ კარგა ხნის მერე მოიგო და „სასუოლო“ 3:0 დაამარცხა. ტოსკანელთა რიგებში 90 წუთი თადარიგში დარჩა ლევან მჭედლიძე. „ფიორენტინამ“ ფერარაში „სპალი“ 4:1 გაანადგურა და ევროზონას მიუახლოვდა, ხოლო „უდინეზემ“ ღრმა აუტსაიდერი „კიევო“ დაამარცხა და ოდნავ ამოისუნთქა.

„სპალი“ – „ფიორენტინა“ 1:4 (1:1)

გოლები: 1:0 პეტანია (36), 1:1 ფერნანდესი (44), 1:2 ვერეტუ (79, პენ), 1:3 სიმეონე (80), 1:4 ჟერსონი (88)

„ემპოლი“ – „სასუოლო“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 კრუნიჩი (34), 2:0 აკქუა (37), 3:0 ფარიასი (60)

„ჯენოა“ – „ლაციო“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბადელი (44), 1:1 სანაბრია (75), 2:1 კრიშიტო (90)

„უდინეზე“ – „კიევო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ტეოდორშიკი (85)

„ინტერი“ – „სამპდორია“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 დ’ამბროზიო (73), 1:1 გაბიადინი (75), 2:1 ნაინგოლანი (78)

"ნაპოლი" - "ტორინო" 0:0 (0:0)

თეგებისერია A
Loading...
სტატისტიკა
0.241677