ფეხბურთი

0:10 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის სერია C-ში მატჩი 20:0 დასრულდა (+VIDEO)

იტალიის სერია C-ს A ჯგუფში „კუნეომ“ „პრო პიაჩენცას“ უმასპინძლა და შეხვედრა საოცარი ანგარიშით დასრულდა - 20:0.

„პრო პიაჩენცა“ პრაქტიკულად გაკოტრების წინაშეა და გათამაშებოს ბოლო საფეხურზე უიმედოდ იმყოფება. თანაც, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 8 ქულა დააკლო და მოკლედ, გადარჩენის შანსი აღარ აქვს.

კონკრეტულად დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, გუნდი თამაშზე მხოლოდ 7 ფეხბურთელით გამოცხადდა, სამწვრთნელი შტაბის გარეშე. მწვრთნელის მოვალეობას გუნდის კაპიტანი ჩირილიანო ითავსებდა. აღსანიშნავია, რომ შვიდივე ფეხბურთელი ახალგაზრდები გახლდათ. მეორე ტაიმის მე-15 წუთიდან „პრო პიიაჩენცა“ მოედანზე უკვე 8 ფეხბურთელი იყო. მერვე ფეხბურთელ ისუფის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სახლში დარჩენია და სანამ პრობლემა მოაგვარა, მეორე ტაიმიც დაიწყო.

0.111245