ფეხბურთი

19:27 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი პირველი ფეხბურთელია პრიმერას ისტორიაში, რომელმაც 20 წითელი ბარათი მიიღო

ესპანური პრიმერადივიზიონის 24-ე ტურის მატჩში, „რეალმა“ შინ მოულოდნელად „ჟორონასთან“ წააგო (1:2) და ტიტულისთვის ბრძოლაში საქმე გაირთულა.

კვლავ გააძევეს მადრიდელთა კაპიტანი. სერხიო რამოსმა პირველი ყვითელი ბარათი 64-ე წუთზე მიიღო, 90-ზე კი მსაჯმა, კუადრა ფერნანდესმა, მეორედ „გააყვითლა,“ რაც ავტომატურად გაძევებას ნიშნავდა.

Squawka-ს ცნობით, ეს რამოსის, ჯამში მე-20 წითელი ბარათი გახლდათ პრიმერას ისტორიაში. ამდენი, ესპანეთის ჩემპიონატში, მანამდე არავის მიუღია.

ყველა ტურნირში კი ეს 32 წლის რამოსის 25-ე გაძევებაა „რეალის“ მაისურით.

0.119223