ფეხბურთი

21:45 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიგესი შესაძლოა "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა საულ ნიგესმა შესაძლოა კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს. როგორც Daily Mirror-ი იუწყება, "მანჩესტერ სიტი" 24 წლის ფეხბურთელს ფერნანდინიოს შემცვლელად მოიაზრებს.

აღნიშნულ ინტერესსში ყველაზე დიდი პრობლემა სატრანსფერო ღირებულებაა. "ატლეტიკომ" ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი გირვანქა სტერლინგი ჩაწერა და შესაბამისად თუ "ქალაქელების" მოთამაშის დამატებას მოინდომებენ, მოუწევთ საკლუბო რეკორდი დაამყარონ.

საულმა კარიერა "რეალის" აკადემიაში დაიწყო და 2008 წელს "როხიბლანკოსის" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა. პირველ გუნდში ნიგესი 2013 წელს დააწინაურეს და "რაიოში" ერთი წლით გაანათხოვრეს. მას შემდეგ ესპანელმა "ატლეტიკოს" მაისურით 234 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113828