ფეხბურთი

21:12 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეკირი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნაბილ ფეკირი "ლიონთან" მოლაპარაკებას აწარმოებს და კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ გაავრცელა.

"მოლაპარაკებაში წინსვლა გვაქვს, დეტალებს განვიხილავთ და უახლოეს მომავალში ფეკირს შევხვდება. მართალია სიტუაცია გადამწყვეტ ფაზაში ჯერჯერობით არაა, თუმცა მოლაპარაკებაში წინსვლა არის." - ციტირებს The Mirror-ი ოლას სიტყვებს.

ფეკირი "ლიონის" აკადემიის აღზრდილია. "ოლიმპიკის" მაისურით შემტევმა 181 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 68 გოლი და 42 საგოლ გადაცემა შეასრულა. ნაბილი 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116737