ფეხბურთი

22:51 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა,“ შესაძლოა, დიბალა იკარდიში გაცვალოს

„იუვენტუსმა“ და „ინტერმა,“ შეიძლება არგენტინელი ფეხბურთელები გაცვალონ - ტურინელი პაულო დიბალა მილანურ კლუბში აღმოჩნდეს, მაურო იკარდი კი პირიქით - გვამცნობს Calciomercato.

საქმე ის არის, რომ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ მისვლის შემდეგ, უნიჭიერესი დიბალას პოზიციები შეირყა. ამბობდნენ, ის ზაფხულშივე დატოვებს გუნდსო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადში ყოველთვის ვეღარ ხვდება, ჯერჯერობით, „იუვენტუსის“ მოთამაშედ რჩება.

იკარდი კი ცოტა ხნის წინათ, დიდ სკანდალიში გაეხვა. მას კაპიტნის სამკლაურიც ჩამოართვეს, მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ და ამავდროულად აგენტმა, კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

წყაროს მტკიცებით, იკარდის შეძენით, პირადად „იუვეს“ დამრიგებელი, მასიმილიანო ალეგრი ყოფილა დაინტერესებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110083