ფეხბურთი

23:55 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიგტის "ბარსელონაში" დე იონგისთან ერთად თამაში უნდა

"აიაქსის" მეკარემ ანდრე ონანამ განაცხადა, რომ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს მატეის დე ლიგტის "ბარსელონაში" ფრენკი დე იონგისთან ერთად სურს თამაში. ესპანურმა კლუბმა დე იონგის ტრანსფერისთვის 75 მილიონი ევრო გადაიხადა და ზაფხულიდან ჰოლანდიელი ახალი გუნდის მაისურით ითამაშებს.

"დე ლიგტისაც უნდა "ბარსელონაში" წასვლა. ორივესთან ხშირად მქონია ამ თემაზე საუბარი". - განაცხადა ონანამ.

მატეისის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპისთვის 65 მილიონი ევროა. ფეხბურთელისადმი ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენს. მიმდინარე სეზონში მცველმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა. ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში კი დე ლიგტი 2017 წლიდან ასპარეზობს და 13მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121492