ფეხბურთი

23:35 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუს "ჩელსიში" დარჩენა უნდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ოლივიე ჟირუს "ჩელსიში" დარჩენა უნდა. როგორც The Sun-ი იუწყება, "არისტოკრატების" რიგებში გონსალო იგუაინის დამატების მიუხედავად, 32 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ჯერი კლუბზეა.

ჟირუს "ჩელსისთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და მხარეებს უფლება აქვთ ხელშეკრულება ერთი წლით ავტომატურად გაახანგრძლივონ. ჯერჯერობით უცნობია ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობის პოზიცია.

ჟირუ ლონდონურ გუნდში 2018 წელს "არსენალიდან" გადავიდა. მას შემდეგ ჟირუმ 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114866