ფეხბურთი

21:40 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაბიომ არჩევანი "ბარსელონაზე" გააკეთა

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ კატალონიის "ბარსელონაში" თამაში გადაწყვიტა. როგორც Le Parisien-ი იუწყება, ფეხბურთელი ესპანურ კლუბს ზაფხულში შეუერთდება.

რაბიო ფრანგული კლუბის პირველ გუნდში თამაში მას შემდეგ აეკრძალა, რაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზაფხულში პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

რაბიომ მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩატარება მოასწრო და თავი 2-2 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.108323