ფეხბურთი

22:38 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოზილმა იჯარა იუარა

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცვლმა მესუთ იოზილმა სხვა გუნდში იჯარის წესით თამაშზე უარი თქვა. აღნიშნული ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა. როგორც ცნობილი ხდება იოზილს გუნდის დატოვება მხოლოდ სრულფასოვანი ტრანსფერით სურს.

გერმანელი ფეხბურთელი "არსენალში" კვირაში 350,000 გირვანქა სტერლინგს იღებს და ჯერჯერობით უცნობია რომელიმე ევროპული კლუბი ასეთ დიდ ხელფასს იოზილს შესთავაზებს თუ არა. 30 წლის ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და "არსენალი" ცდილობს ფეხბურთელი მალე გაყიდოს.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 18 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. სულ კი ლონდონური კლუბის მაისურით 214 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მიმდნარე სეზონში 45-დან 35 მილიონ ევრომდე დაეცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114387