ფეხბურთი

19:25 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დვალის გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა "ფერენცვაროშის" რიგებში პირველი გოლი გაიტანა. ქართველი ლეგიონერის გუნდი უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში "დებრეცენს" ესტუმრა და 1:2 წააგო. შეხვედრაში პირველი გოლი დვალმა 29-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მასპინძლებმა 83-ე და 93-ე წუთებზე მოახერხეს გატანა.

ლაშა "ფერენცვაროშს" მიმდინარე წლის იანვარში "პოგონიდან" შეუერთდა და მესამე მატჩი ჩაატარა. დვალის გუნდი უნგრეთის პირველ ლიგას 43 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებს ცხრა ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115404