ფეხბურთი

19:57 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში გორეცკა გამოარჩიეს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ლეონ გორეცკა ბუნდესლიგის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

გორეცკამ იანვარში ორი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, ხოლო „ბაიერნმა“ „ჰოფენჰაიმი“ და „შტუტგარტი“ დაამარცხა.

„რეკორდმაისტერის“ ნახევარმცველის კონკურენტები რაფაელ გერეირო, ლუკაშ პიშჩეკი (ორივე „დორტმუნდი), დანიელ კალიჯური („შალკე“), ონდრეი დუდა („ჰერტა“) და დანიელ ბროსინსკი („მაინცი“) იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ გორეცკას ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 19 მატჩი აქვს ჩატარებული, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. გუშინ კი, ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტოგოლის ავტორიც გახდა („აუგსბურგთან“ მე-13 წამზე).

Loading...
სტატისტიკა
0.260166