ფეხბურთი

18:22 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო - კომპენსაციით გამდიდრებული

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჟოზე მოურინიოს კომპენსაციის სახით რამდენიმე დღის წინ 22 მილიონი ევრო გადაუხადა. როგორც გაირკვა, პორტუგალიელ სპეციალისტს თავისი კარიერის განმავლობაში კომპენსაციით ყველაზე დიდი თანხა აქვს გამომუშავებული.

თავიდნავე გეტყვით, რომ გამოცდილი მწვრთნელი კარიერის განმავლობაში სამსახურიდან ოთხჯერ დაითხოვეს.

მოურინიო პირველად „ჩელსიდან“ 2007 წლის 20 სექტემბერს დაითოხვეს. რომან აბრამოვიჩმა პორტუგალიელის გათავისუფლება ჩემპიონთა ლიგაზე „როსენბორგთან“ ფრის შემდეგ გადაწყვიტა.

ჟოზე „ჩელსის“ 2013 წელს დაუბრუნდა და 2015 წლის დეკემბერში მეორედ დაითოხვეს. მთლიანობაში „განსაკუთრებულმა“ „არისტოკრატებისგან“ მხოლოდ კომპენსაციის სახით 34 მილიონი ევრო გამოიმუშავა (25 2007 წელს და 9 2015 წელს).

2013 წელს მოურინიოს მადრიდის „რეალის“ პოსტის იძულებით დატოვებაც მოუწია. „სამეფო კლუბმა“ 19 მილიონი ევრო გადაუხადა. ამ ყველაფერს ახლა „იუნაიტედიდან“ მიღებული 22 მილიონიც დაემატა.

ჯამში გამოვიდა, რომ ჟოზეს კომპენსაციებით 75 მილიონი ევრო აქვს გამომუშავებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109424