ფეხბურთი

13:56 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობენმა ტრავმის გამო შესაძლოა კარიერა დაასრულოს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს. ამის მიზეზი ტრავმაა, რომლისგანაც თავის დაღწევას ვეტერანი ჰოლანდიელი ვერ ახერხებს.

მისი განცხადებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ იციან რა არის დაზიანების მიზეზი:

„ეს ძალიან, ძალიან სამწუხაროა, ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის. პრობლემა ისაა, რომ არ ვიცით, რა არის. ეს ძალიან რთულია, გუნდს ორჯერ თითქმის დავუბრუნდი, მაგრამ ორჯერვე რეციდივი იყო“, - თქვა რობენმა.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენს „ბაიერნთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწეურება და გუნდს დატოვებს. აქამდე, ჰოლანდიელ შემტევს იაპონიასთან, კერძოდ საფეხბურთო კლუბ „ტოკიოსთან“ აკავშირებდნენ.

Loading...
სტატისტიკა
0.25861