ფეხბურთი

13:03 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალბა და "ბარსა" შეთანხმდნენ

კატალონიის „ბარსელონა“ და ჟორდი ალბა სულ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებენ. Sport-ის ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და „ლიონთან“ მატჩის შემდეგ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებენ.

ხელშეკრულების ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ესპანელ ფეხბურთელს „ბლაუგრანასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ალბა „ბარსელონაში“ 2012 წელს გადავიდა და მას შემდეგ 278 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 54 საგოლე პასი მიითვალა.

0.111417