ფეხბურთი

2:56 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გენერალური რეპეტიცია (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 24-ე ტური „იუვენტუსისა“ და „ფროზინონეს“ მატჩით გაიხსნა. ვინაიდან, შუა კვირაში „ბებერ ქალბატონს“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ელოდება, ამიტომ კალენდარული მატჩი პარასკევს ჩაატარა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე გენერალური რეპეტიცია გაიარა. გუნდს ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი დაუბრუნდნენ, პაულო დიბალამ გოლის გემო გაიხსენა, ხოლო რონალდუმ ისევ გაიტანა. მოკლედ, ტურინელები მადრიდში მშვენიერი განწყობით მიდიან.

„ფროზინონესთან“ მატჩზე კი მოსაყოლო ბევრი არაფერია - ერთი გუნდი მეორეს ძალიან აღემატებოდა. უკვე მე-17 წუთზე გამარჯვებულის ვინაობა გარკვეული იყო. ჯერ დიბალამ გაიტანა ულამაზესი გოლი, მერე ბონუჩიმ გაზარდა სხვაობა. მეორე ტაიმში რონალდუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სხვათა შორის, კრიშტიანუმ და დიბალამ გოლის აღნიშვნები გაცვალეს. პორტუგალიელმა მხოლოდ 63 წუთი ითამაშა და მერე ალეგრიმ დასვენების შესაძლებლობა მისცა.

ამასობაში, „იუვენტსს“ 66 ქულა აქვს და ძალიან დიდი უპირატესობით (14 ქულით უსწრებს „ნაპოლის“) ლიდერობს სატურნირო ცხრილს.

„იუვენტუსი“ – „ფროზინონე“ 3:0 (2:0) VIDEO

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი (კასერესი 70), დე შილიო; ხედირა (პიანიჩი 81), ემრე ჯანი, ბენტანკური; დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდუ (ბერნარდესკი 64)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ფროზინონე“ (3-5-2): სპორტიელო; გოლდანიგა, სალამონი, კაპუანო; ძამპანო (პაგანინი 84), ჩიბსა (გორი 79), ვივიანი, კასატა, მოლინარო; ჩიანო, ჩიოფანი (პინამონტი 58)

მწვრთნელი: მარკო ბარონი

გოლები: 1:0 დიბალა (6), 2:0 ბონუჩი (17), რონალდუ (63)

გაფრთხილება: ემრე ჯანი (27), კანსელუ (89) - სალამონი (37), კაპუანო (62), კასატა (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 7 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ანტონიო ჯიუა

თეგებისერია A
0.113963